მაგრამ ყურადღება მიაქციე აქაც მართლის მიმართ ღვთის გამოუთქმელ მზრუნველობას. რადგან ხედავდა, რომ ძეების საქციელის გამო აქ დარჩენის ეშინია, „ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ" (). შენ აქაურ მცხოვრებთა გეშინია; გადი აქედან და ბეთელში იცხოვრე, „და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა. და ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი... რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი. და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე" (დაბ 35:1–3). შენიშნე მართლის მორჩილებაც და ღვთისმოსაობაც. როგორც კი მოისმინა: „აღვედ ბეთელდ, აღუშენე საკურთხეველი", მაშინვე ყველა თანაშინელი მოიხმო და უთხრა: „აღიხილენით ღმერთნი". რომელი ღმერთები, იკითხავს ვინმე? ხომ არასდროს ჩანდა, რომ მას რაიმე კერპები ჰქონოდა:...
დაბადება 35:1
1. უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.2. უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
დაბადება თავი 35