...19–20). რაქელის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას ახალშობილი ასუბუქებდა და მართალს რაქელის დაკარგვის მოთმინებით ატარებინებდა. მაგრამ შემდეგ რუბენის უგუნურება გამოჩნდა. „მივიდა, — ნათქვამია, — რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა" (). ეს ძალიან დიდი დანაშაული იყო. ამიტომაც მოგვიანებით სჯულისმდებელმა მოსემ აუკრძალა ძესა და მამას ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება. რომ მომავალში ეს ჩვევად არ ექციათ, სჯულისმდებელმა ამისგან ააცილა, ასეთის ჩამდენს სიკვდილით დასჯადი გამოაცხადა. თუმცა ამჟამად ესეც მოთმინებით ატარა იაკობმა, ბუნებრივმა სიყვარულმა რომ სძლია. მოგვიანებით კი, ამ ცხოვრებიდან წასვლისას, ძეს საყვედურობდა, ნათლად გამოხატა მისი დანაშაული და წყევლას მისცა, რათა რუბენის ხვედრით დანარჩენებიც გონს მოსულიყვნენ. შემდეგ ნეტარი მოსე იაკობის ძეებს ჩამოთვლის და თავისი თხრობით კვლავ მართლის სათნოებას გვასწავლის. რომ არ გეფიქრა, თითქოს იაკობი უმიზეზოდ, შემთხვევით ყოფილიყოს ქორწინებაში რაქელთანაც, ლიასთანაც და ორ მხევალთანაც, მოსე გვაჩვენებს, რომ გარკვეული ღვთის განგებით ჰქონდა მათთან თანაცხოვრება, რათა ზუსტად თორმეტი ტომი წარმოშობილიყო მისგან. ამიტომაც წერილი მისგან ს...
დაბადება 35:2
1. უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.2. უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.
დაბადება თავი 35