...მხოლოდ გამრავლდება იგი, არამედ მისგან საკვირველი შთამომავლობა წარმოიშობა: „მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ", — ამბობს, ამით მისგან წარმოსავალთა სიდიადეს წინასწარმეტყველებს. „და ქუეყანა, — ამბობს კვლავ, — რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა" (). რადგან იაკობი, სიმეონისა და ლევის ცნობილი საქციელის გამო ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი" (), — და ყველაფერში სულმოკლეობასა და დიდ შიშს ავლენდა, ამიტომ კაცთმოყვარე უფალი ახლა ეუბნება: შენ თქვი: „მცირე ვარ რიცხჳთ", მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი შემწყნარებულული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბო...
დაბადება 35:12
11. უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.12. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.13. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
დაბადება თავი 35