მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 35:13

12. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.13. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.14. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
დაბადება თავი 35
13. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13):

...იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი შემწყნარებულული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბობს, რომ ღვთაებას რაიმე ადგილით შემოსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, არამედ იმისთვის, რომ ამაშიც ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა შევიცნოთ. ამგვარ თხრობაშიც სულიწმიდის მადლი ადამიანურ სისუსტეს შეუწყნარდება. სიტყვები „აღვიდა" და „ჩამოვიდა" ღვთის ღირსი არ არის, მაგრამ, რადგან ასეთი გრძნობადი გამოთქმების გამოყენება ჩვენი სწავლებისთვის განსაკუთრებულად მოწმობს მის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ამიტომ საღვთო წერილი ადამიანურ გამონათქვამებს ხმარობს. სხვანაირად ადამიანურ სმენას ვერ ჩაეტეოდა სიტყვის სიმაღლე, თუკი ჩვენთვის უფლის სიდიადის შესაბამისად ილაპარაკებდნენ.

2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1)

ამას გონებაში ვიქონიოთ და გამოთქმების სიმარტივეზე არ შევჩერდეთ,...

სრულად ნახვა