მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:2

1. დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.2. აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.3. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.
დაბადება თავი 37
2. აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ძმათა შური იოსების მიმართ (37:3-4)

კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი". შეხედე, როგორ საკვირველმა წინასწარმეტყველმა მოსემ, იაკობის შთამომავლობის თხრობა აღგვითქვა და მოულოდნელად მისი ძის ამბავზე გადავიდა. „ესე შობანი არიან იაკობისანი" რომ თქვა, იაკობისგან შობილთა და შემდეგ მისი შვილებისგან წარმოშობილთა თხრობის ნაცვლად, როგორც ეს წესითაც იყო (როგორც ესავთან მიმართებითაც მოიქცა), მაშინვე იოსებისკენ მიიჩქარა, ახალგაზრდისკენ, რომელიც თითქმის ყველა ძმაზე უმცროსი იყო, და ამბობს: „იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა". რისთვის აღნიშნავს წლებსაც? იმისთვის, რომ გასწავლოს, რომ ახალგაზრდობა...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება:

...მაგრამ მაინც ეს მოუდრეკელი, ეს მტკიცე, ეს გაქვავებული კაცი, როცა იხილა ძმები, რომლებმაც იგი თავიდან მოიშორეს, ორმოში ჩააგდეს, გაყიდეს, მოკვლაც უნდოდათ და მისი საპყრობილისა და პატივის მიზეზიც გახდნენ; როცა მათგან მოისმინა, როგორ მოექცნენ მამას: „და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი" (), — მოიტეხა, მოილბო, შეიმუსრა და ატირდა; და ტკივილს ვეღარ იტანდა: შევიდა და, როგორც წერია, „და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი" (), ესე იგი, ცრემლი მოიწმინდა.

ეს რა არის? ტირი, იოსებ? და მართლაც, ახლანდელი ვითარება ცრემლების ღირსი კი არაა, არამედ რისხვისა, მრისხანებისა და აღშფოთებისა, დიდი სასჯელისა და სამაგიეროსი; ხელში გყავს მტრები, ძმისმკვლელნი, და შეგიძლია მრისხანება დაიკმაყოფილო. თუმცა ესეც უსამართლობა არ იქნებოდა; რადგან შენ თვითონ კი არ იწყებ უსამართლო ხელის აღმართვას, არამედ თავს იცავ მათგან, ვინც უსამართლოდ მოგექცა. ღირსებას ნუ შეხედავ; იგი მათი განზრახვისაგან კი არ მოვიდა, არამედ...

სრულად ნახვა