...აშრეტასას იწყებს, მაგრამ, როცა ვინმე თუნდაც ცოტაოდენ ზეთს დაუმატებს კანდელს, ცეცხლი, უკვე დაშრეტისთვისისთვის მზად, მაშინვე ბრწყინვალე ნათელს ფენს, — ასევე ეს მოხუცი, უკვე მზად მწუხარებისგან ჩასაქრობად — „არა უნდა, — ნათქვამია, — ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" () — ახლა შეიტყო რა, რომ იოსები ცოცხალია და ეგვიპტეზე მთავრობს, ეტლებიც რომ იხილა, სულით „გაცოცხლდა", მოხუციდან ახალგაზრდად იქცა, მწუხარების ღრუბელი გაფანტა, ზრახვების ქარიშხალი დააცხრო და ბოლოს მშვიდობა ჰპოვა. ეს ყველაფერი ღმერთმა მოაწყო, რათა მართალს ესოდენი ტანჯვის შემდეგ ბოლოს ნუგეში ეპოვა და თავისი ძის კეთილდღეობის თანამონაწილე გამხდარიყო; მეორეს მხრივ კი, რომ აღსრულებულიყო ის სიზმრები, რომლებიც თავადვე ახსნა და თქვა: „აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუ...
დაბადება 37:3
2. აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.3. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.4. დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.
დაბადება თავი 37