მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:21

20. ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.21. გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.22. უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
დაბადება თავი 37
21. გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ძმებთან და ქრისტეს წინასახე (37:14-27):

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენი ძმა გამხდარიყო. ამის შესახებ პავლეც ძახილით ამბობს: „რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ" (ებრ 2:16–17). მაგრამ უმადურმა იუდეველებმა სულთა და ხორცთა მკურნალის მოკვლა მოინდომეს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სასწაულს აღასრულებდა, თავიანთი მკვლელობის ჩანაფიქარი ასრულებაში მოიყვანეს და ჯვარს აცვეს ის, ვინც ჩვენი ცხონებისთვის კეთილინება მონის ხატი მიეღო. მაგრამ იუდეველებმა, უფლის ჯვარცმით, თავიანთი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის