მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:20

19. უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.20. ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.21. გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
დაბადება თავი 37
20. ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ძმებთან და ქრისტეს წინასახე (37:14-27):

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენი ძმა გამხდარიყო. ამის შესახებ პავლეც ძახილით ამბობს: „რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ" (ებრ 2:16–17). მაგრამ უმადურმა იუდეველებმა სულთა და ხორცთა მკურნალის მოკვლა მოინდომეს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სასწაულს აღასრულებდა, თავიანთი მკვლელობის ჩანაფიქარი ასრულებაში მოიყვანეს და ჯვარს აცვეს ის, ვინც ჩვენი ცხონებისთვის კეთილინება მონის ხატი მიეღო. მაგრამ იუდეველებმა, უფლის ჯვარცმით, თავიანთი...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება:

...მაგრამ მაინც, როცა ამ მოუდრეკელმა, მტკიცე და გაქვავებულმა კაცმა იხილა ძმები — ისინი, რომლებმაც იგი თავიდან მოიშორეს, ორმოში ჩააგდეს, გაყიდეს, მოკვლაც უნდოდათ და მისი საპყრობილისა და პატივის მიზეზიც გახდნენ; როცა მათგან მოისმინა, როგორ მოექცნენ მამას: „და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი" (), — მოიტეხა, მოილბო, შეიმუსრა და ატირდა. ტკივილს ვეღარ იტანდა: შევიდა და, როგორც წერია, „და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი" (), ესე იგი, ცრემლი მოიწმინდა.

ეს რა არის? ტირი, იოსებ? თუმცა ახლანდელი ვითარება ცრემლების ღირსი კი არაა, არამედ რისხვისა, მრისხანებისა და აღშფოთებისა, დიდი სასჯელისა და სამაგიეროსი; ხელში გყავს მტრები, ძმისმკვლელნი, და შეგიძლია მრისხანება დაიკმაყოფილო. თუმცა ესეც უსამართლობა არ იქნებოდა; რადგან შენ თვითონ კი არ იწყებ უსამართლო ხელის აღმართვას, არამედ სამაგიეროს მიაგებ მათ, ვინც უსამართლოდ მოგექცა. შენს ღირსებას ნუ შეხედავ; ეს ღირსება მათი განზრახვისაგან კი არ მოვიდა...

სრულად ნახვა