მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:4

3. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.4. დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.5. დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.
დაბადება თავი 37
4. დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ძმათა შური იოსების მიმართ (37:3-4):

კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი". შეხედე, როგორ საკვირველმა წინასწარმეტყველმა მოსემ, იაკობის შთამომავლობის თხრობა აღგვითქვა და მოულოდნელად მისი ძის ამბავზე გადავიდა. „ესე შობანი არიან იაკობისანი" რომ თქვა, იაკობისგან შობილთა და შემდეგ მისი შვილებისგან წარმოშობილთა თხრობის ნაცვლად, როგორც ეს წესითაც იყო (როგორც ესავთან მიმართებითაც მოიქცა), მაშინვე იოსებისკენ მიიჩქარა, ახალგაზრდისკენ, რომელიც თითქმის ყველა ძმაზე უმცროსი იყო, და ამბობს: „იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა". რისთვის აღნიშნავს წლებსაც? იმისთვის, რომ გასწავლოს, რომ ახალგაზრდობა სათნოებისთვის არანაირი დაბრკოლება ვერ იქნება —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის