სწორედ ამ ვნებამ — შურმა — თავიდანვე კაინი ძმის მკვლელობამდე მიიყვანა. როგორც იოსების ძმებმა, მამის სიყვარულის გამო, სიძულვილი შეიპყრეს, ბოროტი განზრახეს და ყოველდღე მისი მოკვლისთვის მზად იყვნენ, ასევე კაინმა, ძმის ძღვენი რომ ღვთისთვის უფრო სათნო იყო მისაზე, ძმის მოკვლა გადაწყვიტა და ეუბნება: „განვიდეთ ზოგად ველად" (). ხედავ, რომ ესეც — აბელი — არანაირი ეჭვის გარეშე, ყველაფერში ძმას ენდობა და მიჰყვება, და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე დანაშაულებრივი ხელის მსხვერპლი ხდება. ასევე საკვირველი იოსებიც, ძმების ბოროტი განზრახვას რომ ვერ ამჩნევდა, მათთან ძმურად ექცეოდა და თავის სიზმრებს უამბობდა, რომლებშიც ღმერთი მისი მომავალ სიდიადეს და ძმების მისადმი დამორჩილებას აცხადებდა. „ჩუენებაჲ იხილა იოსებ, — ამბობს წერილი, — და უთხრა ძმათა თჳსთა. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა,...
დაბადება 37:9
8. უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.9. კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.10. უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?
დაბადება თავი 37