მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:10

9. კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.10. უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?11. შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
დაბადება თავი 37
10. უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...დე ამ მოხუცს, უკვე მოხუცებულ ადამიანს, პატრიარქს, თაყვანისცემით რომ გამოხატავს იოსებისადმი პატივისცემას და თავად საქმით ახლა აჩვენებს სიზმრის აღსრულებას. როცა იოსებმა თავისი სიზმარი მოუთხრო, მან თქვა, ამბობს წერილი: „მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმ...

სრულად ნახვა
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):

...ერი ღმერთმა მოაწყო, რათა მართალს ესოდენი ტანჯვის შემდეგ ბოლოს ნუგეში ეპოვა და თავისი ძის კეთილდღეობის თანამონაწილე გამხდარიყო; მეორეს მხრივ კი, რომ აღსრულებულიყო ის სიზმრები, რომლებიც თავადვე ახსნა და თქვა: „აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუას აღემატება და ყოველგვარ ადამიანურ სიხარულს ჩრდილავს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი ძე იოსები. „მივიდე და ვიხილო". მაშ, ვიჩქაროთ, რომ სიკვდილამდე ვნახო იგი; ეს ამბავმა ჩემი სული გააცოცხლა, სიბერის უძლურება განდევნა, ჩემი გონება განამტკიცა. თუ მოხერხდება მისი ნახვა, სრულყოფილი სიხარულით დაძღომილი მოვკვდები. მაშ, არც კი შეყოვნდა მართალი და გზას დაადგა; ჩქარობდა, ისწრაფვოდა ნახვას თავისი საყვარელი ძისა, ეგვიპტის მეფედ ეხილა ის, ვინც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მიაჩნდა. ფიცის ჭასთან, რომ მოვიდა, მადლობის ლოცვა აღუვლინა უფალს და **„შეწირა მსხუერპლი ღმრთისა...

სრულად ნახვა