შენიშნე, როგორ წარმოადგინა მდუმარემ ამ ჟამამდე ყველაზე სარწმუნო მოწმეები, რომლებსაც ხმის ამოღება და მისი უდანაშაულობის საკმარისად დამოწმება შეეძლოთ. რადგან ამგვარი საქმისთვის ბრალდებულს სამი მოწმის წარდგენა ეკუთვნოდა, მან წინდად მიცემული სამი ნივთი გაგზავნა, რომლებსაც მისი სასარგებლოდ მოწმობა შეეძლოთ: ბეჭედი, მძივი და კუერთხი, და სახლში რომ დარჩა, სიტყვა რომ არ წამოსცდა, — ამით გაიმარჯვა. იუდამ ეს ნივთები იცნო და თქვა: „მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა" (). რას ნიშნავს „მართალ არს... ვიდრე-ღა მე"? ნიშნავს: იგი უდანაშაულოა, ხოლო მე თავს ვაქცევ განსჯილად და საკუთარ დანაშაულს ვამხელ, თუმცა არავინ მამხილებს; ანდა უკეთ რომ ვთქვათ — მყავს ძლიერი მამხილებელი: მისთვის მიცემული წინდი. მერე, კვლავ თამარის გასამართლებლად, ამბობს: „რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა". შესაძლოა, ასეც მოხდა განსაკუთრებული მიზეზით, რომელსაც გეტყვით. კერძოდ: იუდა ფიქრობდა, რომ ჰერისა და ავნანის სიკვდილის მიზეზი თამარი იყო, და სელომის მიმართაც იმავეს შიშობდა, ამიტომ არ მისცა...
დაბადება 38:28
27. მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.28. შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.29. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.
დაბადება თავი 38