...შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა"** (დაბ 38:27–28). შენიშნე აქ საიდუმლო და მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება. მას შემდეგ, რაც ბებიაქალმა ყრმას ხელზე წითელი ძაფი შეუკრა, რათა ამით აღენიშნა, მან „შეყო ჴელი მისი" და „გამოვიდა ძმაჲ მისი" () — ანუ, ძმას წინ გაუშვა დედის საშოდან გამოსვლა; და ამგვარად ის, ვისაც უკანასკნელად მიიჩნევდნენ, პირველი გამოვიდა, ხოლო ვინც პირველად მიიჩნევდნენ, მის შემდეგ გამოჩნდა. „და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ" (), რადგან ეს სახელი „განკვეთას" ნიშნავს, შეიძლება ასევე ითქვას: „განყოფას". „და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი", ნიშნით მარჯვენა ხელზე; „და უწოდა სახელი მისი ზარა" (), რაც „აღმოსავალს" ნიშნავს. და, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა, არამედ მომავლის სახე იყო, თავად საქმე აჩვენებს: ეს ბუნების წესით არ მომხდარა. როგორ შეიძლებოდა, რომ წითელი ძაფით შეკრული ხელი კვლავ დამალულიყო და გზა მეორისთვის გაეხსნა, საღმრთო ძალას რომ არ მოეწყო ეს და თითქოსდა ჩრდილში წინასწარ არ ეჩვენებინა, რომ თავდაპირველ...
დაბადება 38:29
28. შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.29. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.30. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.
დაბადება თავი 38