მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხილვა არ შეეძლო, ღრმა უფსკრულს უთხრიდა, ქარაფს უმზადებდა, საიდანაც სრულ წარწყმედაში ჩაგდებას ფიქრობდა, ქარიშხალს აღძრავდა, რომელსაც საშინელ გემის ჩაძირვაში ჩაგდება შეეძლო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სადგისს ეწინააღმდეგებოდა და ყოველივეს საკუთარ თავზე იზრახავდა. „და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (), — ნათქვამია. რისთვის არის ნათქვამი სხეულის სილამაზეზე? იმისთვის, რომ ვიცოდეთ: არა მხოლოდ სულის მშვენიერება ჰქონდა, არამედ სხეულისაც. ახალგაზრდობის ყვავილში იყო; კეთილი სახე და მშვენიერი პირი ჰქონდა. ხოლო ამას წინასწარ ამბობს საღმრთო წერილი იმის ასახსნელად, როგორ აცდუნებდა ჭაბუკის სილამაზით ტყვეული ეგვიპტელი ქალი მას უკანონო შეუღლებისკენ. „და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „შემდგომად...
დაბადება 39:10
9. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?10. ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.11. ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო.
დაბადება თავი 39