მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:9

8. იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.9. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?10. ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.
დაბადება თავი 39
9. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების უმანკოების ბრძოლა (39:6-10):

...ა და საკუთარი სარგებლის გაცნობიერებინება შეეძლო. „და ჰრქუა", — ნათქვამია, — „ცოლსა მას უფლისა თჳსისასა" (ქალბატონი მონისგან იღებს რჩევას!): „უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა" () — „და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა" (), — ამბობს. რა მადლიერება კაცისა! შეხედე, როგორ ჩამოთვლის თავისი ბატონის ქველმოქმედებებს, რათა აჩვენოს, რა უმადურობას იჩენს იგი ქმრის მიმართ. მე, ამბობს ის, მონა ვარ, უცხოტომელი, ტყვე, მისი ისეთი ნდობით ვსარგებლობ, რომ ყოველივე ჩემს ხელთაა, და ჩემი ხელმწიფებიდან არაფერი გამოურიცხავს, შენ გარდა; ყველაფერზე მე ვბატონობ, მხოლოდ მხოლოდ შენ ერთს გემორჩილები და ჩემს ხელმწიფებას გარეთ ხარ. მერე, გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად, ქმრის სიყვარულს შეახსენებს, მეუღლის მიმართ არამადლიერი ნუ იქნებიო, და ეუბნება: შენ იმიტომ არ ხარ ჩემს ხელმწიფებაში, „რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი". ხოლო თუ მისი ცოლი ხარ, „და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (). რადგან ის შემთხვევას ეძებდა, მასთან მარტო დარჩენილიყო და დრო გამოეცადა, ქმრისა და ყველა შინაურის თვალისგან მოშორებით, ის ეუბნება: როგ...

სრულად ნახვა