...ონზე გადადიოდა. იმისთვის, რომ ჩვენთვის გაუგებარი არ ყოფილიყო, როგორ იტანდა ის, ჯერ კიდევ ჭაბუკი, ასეთ მძიმე ცხოვრებას შეუჩვეველი, სახლში მამობრივი სიყვარულით აღზრდილი, ამ სასტიკ მონობას, — საღმრთო წერილი დასძენს: „და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე" (). რას ნიშნავს „იყო უფალი იოსების თანა"? იმას, რომ ზეგარდმო მადლი თან ახლდა და ყველა სიძნელეს მისთვის მსუბუქს ხდიდა. ის განაგებდა ყოველივეს, რაც მას ეხებოდა. მადლმა ვაჭრებიც მშვიდები გახადა და განაწყო, მზარეულთმთავრისთვის მიეყიდათ, რათა ის, ნელ-ნელა ამ გზით წინ მიიწევდა რა და ასეთ გამოცდებს გაივლიდა, სამეფო ტახტს დაახლოებოდა. შენ კი, საყვარელო, გესმის რა, რომ ვაჭრებთან მონობას იტანდა, შემდეგ კი მზარეულთმთავრის მონობაში გადავიდა, დაფიქრდი, როგორ არ აღელვებდა სულს, არ ეჭვობდა თავის თავზე და არ ამბობდა: „რამდენად ცრუა ის სიზმრები, რომლებიც დიდებას მიქადნიდნენ! აი, ამ სიზმრების შემდეგ — მონობა, და მონობა მძიმე; ბატონები მიცვლიან, ერთიდან მეორეზე გადავდივარ, მეორიდან სხვაზე, და ვალდებული ვარ, მათ ველურ ზნე-ჩვეულებებს შევეჩვიო. ხომ არ მიგვატოვა? ხომ არ მოგვაკლდა ზეციური შეწევნა?" მსგავსი რამ მან არ თქვა და არც იფიქრა, არამედ ყოველ...
დაბადება 39:2
1. ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა, ისმაელიანთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს.2. უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.3. დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
დაბადება თავი 39