მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:3

2. უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.3. დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.4. ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
დაბადება თავი 39
3. დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6):

ამრიგად, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა საღმრთო წერილში მოცემულს და ნურც ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე; არამედ, სიღრმეში ჩაწვდომითა და იქ დაფარული სიმდიდრის შეცნობით, ვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც ყოველივეს ესოდენ დიდი სიბრძნით განაგებს. თუ არ ვისურვებთ ყოველი აქ აღწერილი მოვლენის მიზეზებისა და მიზნების გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ მას დავგმობთ სისხლის აღრევისთვის მამამთილთან, არამედ აბრაამსაც დავაბრალებთ, რომ განზრახვით შვილის მკვლელი გახდა, — და ფინეესს, რომ ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ თითოეულის საქმეს გულდასმით შევისწავლით, მაშინ არც მათ დავგმობთ და თავადაც დიდ სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ისტორიას (იუდასა და თამარის ცხოვრებიდან), რამდენადაც შესაძლებელი იყო, თქვენთვის, საყვარელნო, განვმარტეთ.

ახლა, თუ არ დაღლილხართ და კვლავ გსურთ მოსმენა, მომდევნო მოვლენებსაც შევეხებით და საკვირველი იოსების თხრობას დავუბრუნდებით, რათა დღეს ნათქვამიდანაც დაინახოთ, რამდენს იტანდა ეს მამაცი მეომარი იმ სიზმრების შემდეგ, რომლებიც ძმებზე ბატონობასა და მთავრობას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორ გადადიოდა ერთი ბრძოლიდან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის