მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ, ასეთი სიმამაცის შემდეგ, რისთვისაც გვირგვინით შემკობა ეკუთვნოდა, დიდებით უნდა მოხსენიებულიყო, — ის კვლავ, ვითარცა დამნაშავე, ათას უბედურებას განიცდის. ამ ეგვიპტელმა ქალმა, სირცხვილისა და შეურაცხყოფის ვერამტანმა, რომელიც თავად დაიმსახურა, შეუძლებელი საქმის ჩამდენმა, უწინარეს ყოვლისა შინაურები მოიხმო, ჭაბუკი დაადანაშაულა, თავისი უგუნური სურვილი მას მიაწერა და ამგვარად ყველას მოტყუებას ცდილობდა. ასე მოქმედებს ჩვეულებრივ მანკიერება: ყოველთვის სათნოებას მტრობს და თავის დანაშაულებს მას აბრალებს. ასე მოიქცა ეს ქალიც: ჭაბუკს, ვითარცა გარყვნილს, სწამებდა, ხოლო თავს უმანკოების ნიღბით ფარავდა და ამბობდა, სამოსელი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და...
დაბადება 39:20
19. როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე მომექცაო შენი მონა, განრისხდა.20. ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
დაბადება თავი 39