მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:21

20. ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.22. ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
დაბადება თავი 39
21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მადლი საპყრობილეში და სათნოების ძალა (39:17-23):

...ამართლოდ ადანაშაულებს. მაგრამ ეს მართალი ასე არ იქცეოდა; დუმდა, ყოველივეს სიმშვიდითა იღებდა და დიდი მოთმინებით ელოდებოდა ღვთის შეწევნას. და შეხედე, როგორ მიიღო საპყრობილეშიც კვლავ მთელი ხელმწიფება საპყრობილის მთავრისგან; და სამართლიანად, რადგან, ამბობს წერილი, „იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა" (). რას ნიშნავს „მოსცემდა წყალობასა"? ნიშნავს: უფალმა საპყრობილის მთავარს თანალმობა აღუძრა და დიდი კეთილგანწყობის გამოჩენისკენ განაწყო. „რამეთუ მადლი მისცა" მის წინაშე. მართლაც, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ზეგარდმო კეთილგანწყობით სარგებლობს, უფრო ნეტარი. „და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა" (). აი, როგორ უთმობს საპყრობილის მთავარი თავის უფლებებს, მოქმედების თავისუფლებას აძლევს და საპყრობილეში ყველა პატიმარს მის ხელმწიფებას უმორჩილებს. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა" (). შენიშნე, როგორ ახლდა მას ყოველთვის ღვთის მადლი და როგორ იყო...

სრულად ნახვა