მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხილვა არ შეეძლო, ღრმა უფსკრულს უთხრიდა, ქარაფს უმზადებდა, საიდანაც სრულ წარწყმედაში ჩაგდებას ფიქრობდა, ქარიშხალს აღძრავდა, რომელსაც საშინელ გემის ჩაძირვაში ჩაგდება შეეძლო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სადგისს ეწინააღმდეგებოდა და ყოველივეს საკუთარ თავზე იზრახავდა. „და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (), — ნათქვამია. რისთვის არის ნათქვამი სხეულის სილამაზეზე? იმისთვის, რომ ვიცოდეთ: არა მხოლოდ სულის მშვენიერება ჰქონდა, არამედ სხეულისაც. ახალგაზრდობის ყვავილში იყო; კეთილი სახე და მშვენიერი პირი ჰქონდა. ხოლო ამას წინასწარ ამბობს საღმრთო წერილი იმის ასახსნელად, როგორ აცდუნებდა ჭაბუკის სილამაზით ტყვეული ეგვიპტელი ქალი მას უკანონო შეუღლებისკენ. „და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „შემდგომად...
დაბადება 39:7
6. მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა- ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.7. ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!8. იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
დაბადება თავი 39