მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:8

7. ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!8. იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.9. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
დაბადება თავი 39
8. იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების უმანკოების ბრძოლა (39:6-10):

მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხილვა არ შეეძლო, ღრმა უფსკრულს უთხრიდა, ქარაფს უმზადებდა, საიდანაც სრულ წარწყმედაში ჩაგდებას ფიქრობდა, ქარიშხალს აღძრავდა, რომელსაც საშინელ გემის ჩაძირვაში ჩაგდება შეეძლო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სადგისს ეწინააღმდეგებოდა და ყოველივეს საკუთარ თავზე იზრახავდა. „და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა" (), — ნათქვამია. რისთვის არის ნათქვამი სხეულის სილამაზეზე? იმისთვის, რომ ვიცოდეთ: არა მხოლოდ სულის მშვენიერება ჰქონდა, არამედ სხეულისაც. ახალგაზრდობის ყვავილში იყო; კეთილი სახე და მშვენიერი პირი ჰქონდა. ხოლო ამას წინასწარ ამბობს საღმრთო წერილი იმის ასახსნელად, როგორ აცდუნებდა ჭაბუკის სილამაზით ტყვეული ეგვიპტელი ქალი მას უკანონო შეუღლებისკენ. „და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „შემდგომად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის