მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 4:15

14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
დაბადება თავი 4
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის სასწაული კაინზე და შვიდმაგი შურისძიება (4:14-15):

მაგრამ საგანს დავუბრუნდეთ. კაინს მაშინვე, როცა უფალმა ჰკითხა: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი", უნდა ეღიარებინა თავისი ცოდვა, დამხობილიყო (ღვთის წინაშე), ევედრა და მიტევება ეთხოვა; მაგრამ მან მაშინ წამალი უარყო, ახლა კი, განაჩენის შემდეგ, როცა ყველაფერი დასრულებულია, როცა მიწაზე მწოლარის (ძმის) სისხლმა ხმამაღლა დაადანაშაულა, აღიარებს და არანაირი სარგებელი აღარ ეძლევა. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველმა: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა" (). ისევე, თუ ისიც უფლის მხილებას დაასწრებდა, შესაძლოა, რაღაც კაცთმოყვარეობა მიეღო უფლის უსაზღვრო სახიერებით. არ არის ცოდვა, რამდენადაც დიდიც არ უნდა იყოს, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას სძლევს, ოღონდ ჯეროვან დროს მოვინანიოთ და მიტევება ვითხოვოთ. „და ჰრქუა კაინ... უდიდეს არს ბრალი ჩემი მოტევებად ჩემდა". აღსარება საკმარისია, მაგრამ არადროული. „და ჰრქუა... უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე" (

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის