მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 4:18

17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
დაბადება თავი 4
18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...დნენ. მაგრამ სრული სამართლიანობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მათი ცოდვებისა და იმ დიდებისა დაკარგვის ძეგლებია, რომლითაც სარგებლობდნენ ადამი და ევა, რაიმეს არ საჭიროებდნენ და ყოველივეზე მაღლა იდგნენ. „შვა ენოს, — ნათქვამია, — ღაიდად: და ღაიდად შვა მალელელ: და მალელელ შვა მათუსალა: და მათუსალა შვა ლამექ" (). ხედავ, რა შემოკლებულად წარმოადგინა საგვარტომო ნეტარმა მოსემ — მხოლოდ მამაკაცები ახსენა და არცერთი ქალი არ მოიხსენია. მაგრამ, როგორც კაინზე თქვა, რომ მან იცნა ცოლი თვისი, თუმცა არ გვიჩვენა, საიდან აიყვანა ცოლი, ისევე აქაც კვლავ ამბობს: „და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ, სახელი ერთისა — ადა და სახელი მეორისა — სელა. და შვა, — ამბობს, — ადა იობელ; ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა. და სახელი ძმისა მისისა იობალ; ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა" ().

2. ლამექის აღსარება და თვითმხილება (4:22-24)

ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. **„ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მ...

სრულად ნახვა