მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 4:19

18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
დაბადება თავი 4
19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...გვიჩვენა, საიდან აიყვანა ცოლი, ისევე აქაც კვლავ ამბობს: „და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ, სახელი ერთისა — ადა და სახელი მეორისა — სელა. და შვა, — ამბობს, — ადა იობელ; ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა. და სახელი ძმისა მისისა იობალ; ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა" ().

2. ლამექის აღსარება და თვითმხილება (4:22-24)

ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა" (). კვლავ (წერილმა) სელასგან შობილის საქმიანობაც აჩვენა და თქვა, რომ მან მჭედლობა აირჩია. შეხედე, როგორ ნელ-ნელა მოეწყობოდა კაცთა მოდგმის კეთილდღეობა. და პირველ ყოვლისა, კაინმა ქალაქი ააშენა და თავისი ძის სახელი დაარქვა. შემდეგ, ლამექის ძეთაგან ერთმა მეცხვარეობა აირჩია, მეორემ მჭედლობა, მესამემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო დაჲ თობელისი, — ამბობს, — ნოემა" (იქვე). რა სიახლე და უცნაურობაა ეს! აი, ახლა წერილი პირველად ახსენე...

სრულად ნახვა