მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 4:2

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
დაბადება თავი 4
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სითის შობა და სახელთა მნიშვნელობა (4:25-26):

...ამიტომ დედაც, ამ ძეს სახელის დარქმევისას, მადლიერებით არქმევს და ბავშვის შობას არა ბუნებასა და საკუთარ მშობიარობის უნარს მიაწერს, არამედ ღვთის ძალას, რომელმაც ბუნება შობისკენ აღძრა, და ამბობს: „და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა სიტყვებში. არ თქვა: მომცა მე ღმერთმა, არამედ — „აღმიდგინა", ესე იგი, აღმიდგინაო. შენიშნე, როგორ ამ გამოთქმით უკვე მაშინ, თუმცა არა ცხადად, აღდგომის საწყისებზე მიუთითებს. ის თითქოს ამბობდა: გარდაცვლილის ნაცვლად აღმიდგინა ესო. თუმცა ის, ამბობს, ძმის ხელით მიწაზე დაეცა და სიკვდილს დაემორჩილა, მაგრამ ღვთის ძალამ დაცემულის ნაცვლად ეს აღადგინა. რადგან აღდგომის დრო ჯერ არ მოსულიყო, ღმერთმა არა დაცემული აღადგინა, არამედ სხვა მის ნაცვლად, ამიტომ ამბობს ევა: „რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ". ნახე ცოლის მადლიერება? ნახე უფლის კაცთმოყვარეობა, რომ სწრაფად მისცა მათ (ადამსა და ევას) ნუგეში? მივბაძოთ ყველანი ევას და ყოველივე ზეგარდმო მადლს მივაწეროთ, რადგან, თუმცა ბუნება მოქმედებს, მაინც არა თავისი ძალით, არამედ შემოქმედის ბრძანებას მორჩილი. და ნურასოდეს ჩივიან ცოლ...

სრულად ნახვა
საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლამექის აღსარება და თვითმხილება (4:22-24):

...-24)

ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა" (). კვლავ (წერილმა) სელასგან შობილის საქმიანობაც აჩვენა და თქვა, რომ მან მჭედლობა აირჩია. შეხედე, როგორ ნელ-ნელა მოეწყობოდა კაცთა მოდგმის კეთილდღეობა. და პირველ ყოვლისა, კაინმა ქალაქი ააშენა და თავისი ძის სახელი დაარქვა. შემდეგ, ლამექის ძეთაგან ერთმა მეცხვარეობა აირჩია, მეორემ მჭედლობა, მესამემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო დაჲ თობელისი, — ამბობს, — ნოემა" (იქვე). რა სიახლე და უცნაურობაა ეს! აი, ახლა წერილი პირველად ახსენებს ცალკე ქალს. არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ მოიქცა ასე ნეტარი წინასწარმეტყველი, არამედ, რათა აქედან რაღაც ფარულს გვაჩვენოს, თუმცა ამას სხვა დროისთვის გადავდებთ, ახლა კი რიგის მიხედვით გავაგრძელებთ; ეს შენიშვნა (ნოემას შესახებ) უმნიშვნელო არ არის, არამედ მნიშვნელოვან კვლევასა და ყურადღებიან განმარტებას საჭიროებს, რათა, ყოველივე დამაკმაყოფილებლად რომ ავხსნათ, აქედან დიდი სარგებლის მიღება შეგვეძლოს. **„და ჰრ...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

...ხადა სასჯელმა ცოლი გონიერი: შვილის შობას არა ბუნებას მიაწერს, არამედ ღმერთს, და (ამით) მადლიერების გრძნობას ავლენს. ხედავ, როგორ აღმოჩნდა სასჯელი მათთვის გამოსწორების საბაბი? „მოვიგეთ, — ამბობს ევა, — კაცი ღმრთისა მიერ"; არა ბუნებამ მომცა შვილი, ზეგარდმო მადლმა მიბოძა. „და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ" (). ვინაიდან (პირველი შვილის) შობისთვის მადლიერი იყო და პირველი კეთილმოქმედების აღმსარებელი, მეორე შვილიც მიიღო. ასეთია ჩვენი მეუფე: თუ მიღებული ნიჭებისთვის მადლიერებას გამოვავლენთ და კეთილისმყოფელს აღვიარებთ, ის თავის მოწყალებას ჩვენ მიმართ ამრავლებს. ასე ევამაც, (კაინის) შობა რომ ღმერთს მიაწერა, სხვა შვილიც მიიღო. შვილთა შობა უკვე უდიდეს ნუგეშად გახდა ადამიანებისთვის, როცა მოკვდავნი გახდნენ. ამიტომაც კაცთმოყვარე ღმერთმა, რათა მყისვე, თავიდანვე სასჯელის სიმკაცრე შეემსუბუქებინა და სიკვდილს საშინელი სახე წაერთმია, შვილთა შობა მოანიჭა, მასში, ასე ვთქვათ, აღდგომის სახე გამოაჩინა და ისე მოაწყო, რომ დაცემულთა (მომკვდართა) ნაცვლად სხვები აღმდგარიყვნენ. „და იყო, — ნათქვამია, — აბელ მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა" (). საღვთო წერილი შობილთაგან თითოეულის საქმიანობას გვაუწყე...

სრულად ნახვა