„ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი" (). შენიშნე, როდის მოხდა ეს. ურჩობის შემდეგ, სამოთხიდან განდევნის შემდეგ — მაშინ იწყება საქორწინო ცხოვრება. ურჩობამდე (პირველი ადამიანები) ანგელოზებივით ცხოვრობდნენ და თანაცხოვრებაზე საუბარიც არ იყო. და როგორ შეიძლებოდა, როცა ხორციელი საჭიროებებისგან თავისუფალნი იყვნენ? ამრიგად, თავდაპირველად ცხოვრება ქალწულებრივი იყო; ხოლო, როცა (პირველი ადამიანების) უზრუნველობით ურჩობა გამოჩნდა და (სამყაროში) ცოდვა შემოვიდა, ქალწულება მათგან გაფრინდა, ვინაიდან ასეთი დიდი სიკეთის უღირსნი გახდნენ, და მის ნაცვლად ქორწინების კანონი შემოვიდა ძალაში. დაფიქრდი, საყვარელო, რა დიდია ქალწულების ღირსება, რა მაღალი და მნიშვნელოვანია ეს მდგომარეობა, როგორ აღემატება ადამიანურ ბუნებას და ზეგარდმო შემწეობას საჭიროებს. რომ ქალწულების ამრჩევნი, სხეულში მყოფნიც კი, უსხეულო ძალთა მსგავსად ცხოვრობენ, მოისმინე ქრისტეს სიტყვები, სადუკეველთა მიმართ ნათქვამი. მათ, აღდგომის შესახებ კითხვა აღძრეს და (იესო ქრისტეს აზრი) რომ გაეგოთ, უთხრეს: „მოძღვარო! ჩვენს შორის იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო,...
დაბადება 4:3
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
დაბადება თავი 4