და რომ სრულად დარწმუნდე ამაში და ღვთის კაცთმოყვარეობის გამოუთქმელი სიდიადე იხილო, შენიშნე ამ მოვლენებში სახიერების სიუხვე და ღვთის მოწყალების სიდიადე. როცა ხედავს, რომ კაინი ზომაზე მეტად შეწუხებულია და მზადაა, ასე ვთქვათ, მწუხარების ტალღებში ჩაიძიროს, არ უგულებელყოფს მას, არამედ იმავე კაცთმოყვარეობას, რომელიც მის მამასთან გამოიჩინა მძიმე ცოდვის შემდეგ, როცა გამართლების საბაბი მისცა და კადნიერების კარი გაუხსნა სიტყვებით „სადა ხარ?" — ასეთსავე კაცთმოყვარეობას იჩენს ახლა (კაინის) მიმართაც, რომელიც ასე უგუნურად იქცა და თითქოს უფსკრულში გადავარდნას აპირებს; ხელს (შემწეობის) უწვდის და სურს, რომ თავისი შეცოდების გამოსწორების საბაბი მისცეს, და ეუბნება: „რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას" (). შეხედე, საყვარელო, რა გამოუთქმელი შემწყნარებლობაა მზრუნველობისა! ღმერთი ხედავს, რომ კაინი შურის ვნებით, ასე ვთქვათ, შეპყრობილია: შეხედე, როგორ თავისი სახიერებით შესაფერის წამალს ადებს, რათა...
დაბადება 4:7
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
დაბადება თავი 4