მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 40:1

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.2. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს.
დაბადება თავი 40
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15):

...არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და მისგან ყველა პატიმარზე ხელმწიფება მიიღო, აქედან უნდა ვიხილოთ, როგორ იხსნებოდა მასში ჩადებული მადლის ძალა. „და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ" (), — ნათქვამია. რომელი სიტყვების შემდეგ? ანუ, იოსების ცილისწამებისა და საპყრობილეში გასამართლების შესახებ მოთხრობილი გარემოებების შემდეგ; აგრეთვე მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ უფალი მის თანა იყო და საპყრობილის მეთაურმა მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ", როცა ის საპყრობილეში იყო ჩაგდებული, მთავარმა მწდემემ და მთავარმა მეპურემ დანაშაული ჩაიდინეს და მეფემ იმავე საპყრობილეში ჩაყრა განსაჯა. მეციხოვნეთა მეთაურმა ისინი მიიღო და იოსებს ჩააბარა. ის მათთან უკვე არა როგორც პატიმარი მოექცეოდა, არამედ როგორც თავისი მზრუნველობის თანამონაწილე, ანდა უკეთ რომ ვთქვათ — როგორც ისეთი ადამიანი, რომელსაც პატიმართა მძიმე ხვედრის შემსუბუქება შეეძლო. „და დგა იგი წინაშე მათსა" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „დგა წინაშე მათსა"? ანუ, ანუგეშებდა, სულს უმაგრებდ...

სრულად ნახვა