მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ, ასეთი სიმამაცის შემდეგ, რისთვისაც გვირგვინით შემკობა ეკუთვნოდა, დიდებით უნდა მოხსენიებულიყო, — ის კვლავ, ვითარცა დამნაშავე, ათას უბედურებას განიცდის. ამ ეგვიპტელმა ქალმა, სირცხვილისა და შეურაცხყოფის ვერამტანმა, რომელიც თავად დაიმსახურა, შეუძლებელი საქმის ჩამდენმა, უწინარეს ყოვლისა შინაურები მოიხმო, ჭაბუკი დაადანაშაულა, თავისი უგუნური სურვილი მას მიაწერა და ამგვარად ყველას მოტყუებას ცდილობდა. ასე მოქმედებს ჩვეულებრივ მანკიერება: ყოველთვის სათნოებას მტრობს და თავის დანაშაულებს მას აბრალებს. ასე მოიქცა ეს ქალიც: ჭაბუკს, ვითარცა გარყვნილს, სწამებდა, ხოლო თავს უმანკოების ნიღბით ფარავდა და ამბობდა, სამოსელი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და...
დაბადება 39:23
22. ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.23. საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.
დაბადება თავი 39