...არაფერი ესმოდა. ის, თითქოს მათ ენას არ იცნობდეს და ვერ გაეგო, მათთან ურთიერთობისთვის მთარგმნელს იყენებდა, რომელიც მის სიტყვებს მათ, ხოლო მათ სიტყვებს — მას გადასცემდა. ეს რომ მოისმინა, რუბენმა უთხრა: „არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების" (). განა არ გირჩევდით, ამბობს, მაშინ, განა არ გევედრებოდით, მისთვის არავითარი უსამართლობა არ გაგეკეთებინათ? ამიტომ ახლა „სისხლი მისი იძიების", რადგან განზრახვით უკვე მოკალით იგი. მართალია, მახვილით ვერ განგმირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან ძმური ბუნება და თანაგრძნობა ამხელდა მას. „მიიქცა გარე მათგან", რათა მათ წინაშე არ გამომჟღავნებულიყო, და „ტიროდა" (). **„მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე. და შეიპყრა ს...
დაბადება 42:22
21. უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.22. მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.23. არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.
დაბადება თავი 42