მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 42:23

22. მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.23. არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.24. შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.
დაბადება თავი 42
23. არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სინდისის მამხილებელი ძალა და იოსების ფარული ცრემლები (42:22-37):

...ირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან ძმური ბუნება და თანაგრძნობა ამხელდა მას. „მიიქცა გარე მათგან", რათა მათ წინაშე არ გამომჟღავნებულიყო, და „ტიროდა" (). „მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე". შეხედე, ყოველივეს იმისთვის აკეთებს, რომ ისინი შეაშინოს, რათა სიმეონის ბორკილებს რომ დაინახავენ, საკუთარი თავი ნათლად გამოავლინონ იმაში, ჰქონდათ თუ არა ძმისადმი რაიმე თანაგრძნობა. ეს ყოველივე მათი აზრების გამოსაცდელად აკეთებს, რომ შეიტყოს, ბენიამინთან ხომ არ იყვნენ ისეთივე, როგორც მასთან. ამიტომ ბრძანებს სიმეონი მათ თვალწინ შეკრან, რათა სრულად გამოსცადოს ისინი და დაინახოს, გამოიჩენენ თუ არა მის მიმართ ოდნავ მაინც სიყვარულს. სიმეონის გამო რომ ეწუხებოდათ, ბენიამინის მოსვლა უნდა დაეჩქარებინათ, რასაც იოსებს სურდა, რათა ძმის ნახვით სრულიად...

სრულად ნახვა