...ა დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან ძმური ბუნება და თანაგრძნობა ამხელდა მას. „მიიქცა გარე მათგან", რათა მათ წინაშე არ გამომჟღავნებულიყო, და „ტიროდა" (). „მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე". შეხედე, ყოველივეს იმისთვის აკეთებს, რომ ისინი შეაშინოს, რათა სიმეონის ბორკილებს რომ დაინახავენ, საკუთარი თავი ნათლად გამოავლინონ იმაში, ჰქონდათ თუ არა ძმისადმი რაიმე თანაგრძნობა. ეს ყოველივე მათი აზრების გამოსაცდელად აკეთებს, რომ შეიტყოს, ბენიამინთან ხომ არ იყვნენ ისეთივე, როგორც მასთან. ამიტომ ბრძანებს სიმეონი მათ თვალწინ შეკრან, რათა სრულად გამოსცადოს ისინი და დაინახოს, გამოიჩენენ თუ არა მის მიმართ ოდნავ მაინც სიყვარულს. სიმეონის გამო რომ ეწუხებოდათ, ბენიამინის მოსვლა უნდა დაეჩქარებინათ, რასაც იოსებს სურდა, რათა ძმის ნახვით სრულიად დამშვიდებულიყო. „და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და... აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს" (დაბ 42:25–26), — ნათქვამი...
დაბადება 42:24
23. არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.24. შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.25. ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.
დაბადება თავი 42