მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 42:6

5. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.6. იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.7. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.
დაბადება თავი 42
6. იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7):

...ენიამინი, რომელიც იოსებთან ერთი დედის იყო, თან არ წაიყვანეს, რადგან მამამ თქვა: „ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა" (). ყმაწვილ ასაკში ყოფნის გამო ინდობდა მას. „მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას", ეგვიპტის მთავარს, „პირსა ზედა ქუეყანისასა" (). ახლა ეს ყოველივე უნებლიეთ აკეთებენ, რადგან მას შემდეგ ბევრი დრო იყო გასული; ძმას სახის ნაკვთებითაც ვერ შეიცნობდნენ; შესაძლოა, ასაკის სიმწიფემ სახეში გარკვეული ცვლილებაც მოახდინა. ვფიქრობ, ეს ყოველივე ყოვლისმომცველ ღმერთის განგებითაც მოხდა, რათა მათ ძმა ვერ შეეცნოთ — ვერც მის საუბრიდან, ვერც სახით. და საიდანაც აზრად მოუვიდოდათ ეს? ისინი ფიქრობდნენ, რომ ის, ისმაელთა მონა გახდა რა, მანამდეც ბარბაროსთა მონობაში იყო. ასე რომ, ვერაფრის წარმოდგენა რომ არ შეეძლოთ, ისინი იოსებს ვერ ცნობდნენ; ხოლო მან, როგორც კი დაინახა, მაშინვე იცნო ისინი, მაგრამ შეეცადა დაეფარა და გადაწყვიტა, მათთან როგორც უცხოებთან მოქცეულიყო. „არა გამოეცხადა მათ", — ნათქვამია, — „არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ?" (). სრულ უცოდინარობას მოიცვა, რათა უკეთ შეეტყო მათგან ყოველივე დაწვრილებით: მას სურ...

სრულად ნახვა