...ა ძმების აღიარება (42:9-21)
და უპირველეს ყოვლისა, ეკითხება, რომელი ქვეყნიდან არიან; ისინი პასუხობენ, რომ ქანაანის ქვეყნიდან, — პური რომ იყიდონ, მოსულან. შიმშილმა გვაიძულა, ამბობენ, ეს მგზავრობა გვეწარმოებინა; და ამ მიზეზით, ჩვენიანები რომ დავტოვეთ, აქ მოვედით. „მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან" (). სიზმრები რომ გაიხსენა და დაინახა, რომ ისინი თავად საქმით სრულდებოდნენ, სურდა ყოველივე დაწვრილებით გაეგო. ამიტომ, დიდი სიმკაცრით, მაშინვე პასუხობს და ეუბნება: „მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად" (). კარგი განზრახვით კი არ მოსულხართ, ეუბნება. როგორც ჩანს, რაღაც მზაკვრობითითა და ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. ისინი დაიბნენ და პასუხობენ: „არა, უფალო" (). და იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა, თავადვე უხსნიან. „მონანი შენნი ვართ", — ამბობენ, — „მოვედით სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი" (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს იცავენ და სულში შიშით შეძრულნი, ჯერ კიდევ ვერ გამოხატავენ იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა. ამიტომ ის კვლავ ეუბნება: **„არა,...