მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 43:2

1. მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.2. როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.3. უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.
დაბადება თავი 43
2. როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სტუმართმოყვარეობა და ბარძიმის გამოცდა (43:23–44:17):

...## 5. სტუმართმოყვარეობა და ბარძიმის გამოცდა (43:23–44:17)

შეხედე, როგორ მოათვინიერა უბედურებამ მათი სული და თავმდაბლები გახადა. „ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს" (). ნუ გეშინიათ, ეუბნება, და ნუ ღელავთ ამის გამო. არავინ დაგბრალებთ ამ საქმეს. ვერცხლი ჩვენ ისედაც უხვად გვაქვს. ხოლო ისიც ღვთის საქმედ ჩათვალეთ, რომ თქვენს ძაძებში საფასე აღმოჩნდა. ეს რომ თქვა, „გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან... და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა" (დაბ 43:23–24). აი, როგორ ხელს უწყობდა მამის ლოცვა ყოველივეში; და როგორც ის ილოცებოდა მათთვის, როცა ამბობდა: „ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი", ასეც მოხდა. სახლის ეზოსმოძღვარი, იოსების მოსვლამდეც, სრულ კეთილგანწყობას უჩენდა. „მზა-ყუეს ძღუენი" იოსებისთვის და, როცა ის მოვიდა, „შეართუეს... და თაყუანი-სცეს მას... ქუეყანასა ზედა" (დაბ 43:25–26). კვლავ ეკითხება: **„ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით?... ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს? ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შ...

სრულად ნახვა