მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 43:3

2. როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.3. უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.4. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
დაბადება თავი 43
3. უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება:

...და პატივის მიზეზიც გახდნენ; როცა მათგან მოისმინა, როგორ მოექცნენ მამას: „და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი" (), — მოიტეხა, მოილბო, შეიმუსრა და ატირდა; და ტკივილს ვეღარ იტანდა: შევიდა და, როგორც წერია, „და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი" (), ესე იგი, ცრემლი მოიწმინდა.

ეს რა არის? ტირი, იოსებ? და მართლაც, ახლანდელი ვითარება ცრემლების ღირსი კი არაა, არამედ რისხვისა, მრისხანებისა და აღშფოთებისა, დიდი სასჯელისა და სამაგიეროსი; ხელში გყავს მტრები, ძმისმკვლელნი, და შეგიძლია მრისხანება დაიკმაყოფილო. თუმცა ესეც უსამართლობა არ იქნებოდა; რადგან შენ თვითონ კი არ იწყებ უსამართლო ხელის აღმართვას, არამედ თავს იცავ მათგან, ვინც უსამართლოდ მოგექცა. ღირსებას ნუ შეხედავ; იგი მათი განზრახვისაგან კი არ მოვიდა, არამედ ღმერთისაგან, რომელმაც შენზე მადლი გადმოაფრქვია. რატომ ტირი? მაგრამ ის იტყოდა: ნუ მიყოს ღმერთმა, რომ მე, ყოველ...

სრულად ნახვა