მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 43:7

6. უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?7. უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?8. უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.
დაბადება თავი 43
7. უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის მწუხარება და ბენიამინის გაგზავნა (42:38–43:18):

...მოტანეთ ჩემ თავზე? რომ არ გეთქვათ ეს, არც სიმეონს დავკარგავდი და არც ამას მოითხოვდა. „ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?" (); ნუ ფიქრობ, ეუბნებიან, რომ ჩვენ ნებაყოფლობით მოვუყევით იმ კაცს ჩვენი ოჯახის შესახებ. მან, მსტოვრებად რომ მიგვიჩნია, დაგვაკავა და დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენი გარემოებების შესახებ; ამიტომ მას სამართლიანად ყოველივე რომ აგვეხსნა, ეს ვუთხარით. „ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ" (). მე, ამბობს, ჩამაბარე, რათა გზას დავადგეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენის არანაირი იმედი აღარ გვრჩება, რადგან საჭმელი ამოიწურა, ხოლო სხვაგან სარჩოს ვერსად ვიპოვით. „მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა. და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის" (დაბ 43:9–10). შენი თანალმობა შვილის მიმართ, ამბობს, ჩვენ ყველას დაღუპვას გვიმზადებს. მა...

სრულად ნახვა