...ბაყოფლობით მოვუყევით იმ კაცს ჩვენი ოჯახის შესახებ. მან, მსტოვრებად რომ მიგვიჩნია, დაგვაკავა და დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენი გარემოებების შესახებ; ამიტომ მას სამართლიანად ყოველივე რომ აგვეხსნა, ეს ვუთხარით. „ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ" (). მე, ამბობს, ჩამაბარე, რათა გზას დავადგეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენის არანაირი იმედი აღარ გვრჩება, რადგან საჭმელი ამოიწურა, ხოლო სხვაგან სარჩოს ვერსად ვიპოვით. „მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა. და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის" (დაბ 43:9–10). შენი თანალმობა შვილის მიმართ, ამბობს, ჩვენ ყველას დაღუპვას გვიმზადებს. მალე ყველანი შიმშილით დავიღუპებით, თუ არ ისურვებ მისი ჩვენთან ერთად გაშვებას. და შეხედე აქ, საყვარელო, როგორ სძლია ბოლოს შიმშილის უკიდურესობამ მამის სიყვარულს. დაინახა რა, რომ სარჩოს სხვა საშუალებას ვერ პოულობენ, ხოლო შიმშილი ძლიერდება, ეუბნება: თუ ასეა და თუ აუცილებლად უნდა იყოს ასე, და ჩემი ვაჟის გარეშე წასვლა არ შეგიძლიათ, მაშინ იმ კაცისთვის ძღვენიც უნდა წაიღოთ. ვერცხლიც, რომელიც თქვენს ტომრე...
დაბადება 43:8
7. უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?8. უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.9. მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.
დაბადება თავი 43