მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 44:7

6. მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.7. მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან.8. ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?
დაბადება თავი 44
7. მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სტუმართმოყვარეობა და ბარძიმის გამოცდა (43:23–44:17):

...შობილურობისა? რა ბოროტმოქმედება! რა უგუნურება ჩაიდინეთ! განა არ იცით, რომ ეს იგივე ჭურჭელია, რომლითაც ჩემი ბატონი ზმნით იზმნის? ცუდი თქვენი საქმე, დამღუპველი განზრახვა; მიუტევებელი ჩანაფიქრი, დიდი თავხედობა, ყოველგვარ სიბოროტეს რომ აღემატება. „ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას?" (). რატომ, ეუბნებიან, გვდებ იმ ბრალს, რაშიც სრულიად უდანაშაულონი ვართ? „ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ"; ჩვენ ამას არასოდეს ვიზამდით. ორმაგი ვერცხლი მოვიტანეთ და როგორ მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს ()? და თუ ასე ფიქრობ, მაშინ „რომლისაცა თანა იპოოს" ის ჭურჭელი, რომელმაც ეძებ, „მოკუედინ", რადგან ასეთი თავხედობა გაბედა, „და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა" (). სინდისის რწმენა ამ კადნიერებით ლაპარაკის საშუალებას აძლევდა. „ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა", ხოლო თქვენ გაშვებულნი იქნებით (). ეს რომ თქვა, ჩხრეკის ნება მისცეს და „იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა". და ძაძა რო...

სრულად ნახვა