მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 45:28

27. მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული.28. თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.
დაბადება თავი 45
28. თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):

...წ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?"** (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუას აღემატება და ყოველგვარ ადამიანურ სიხარულს ჩრდილავს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი ძე იოსები. „მივიდე და ვიხილო". მაშ, ვიჩქაროთ, რომ სიკვდილამდე ვნახო იგი; ეს ამბავმა ჩემი სული გააცოცხლა, სიბერის უძლურება განდევნა, ჩემი გონება განამტკიცა. თუ მოხერხდება მისი ნახვა, სრულყოფილი სიხარულით დაძღომილი მოვკვდები. მაშ, არც კი შეყოვნდა მართალი და გზას დაადგა; ჩქარობდა, ისწრაფვოდა ნახვას თავისი საყვარელი ძისა, ეგვიპტის მეფედ ეხილა ის, ვინც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მიაჩნდა. ფიცის ჭასთან, რომ მოვიდა, მადლობის ლოცვა აღუვლინა უფალს და „შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" ().

2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34)

ამის მოსმენით ვისწავლოთ, რომ როცა რამეს ვიწყებთ, რაიმე საქმეს ვკიდებთ ხელს ან...

სრულად ნახვა