მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 46:30

29. აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.30. უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.31. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
დაბადება თავი 46
30. უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

...ავიდა მათი განშორებიდან და როგორ, ყოველგვარი მოლოდინის მიღმა, ისიც ხედავს მამას და მამაც — ძეს; და ცრემლთა ნაკადებს ღვრიდა, ამით უდიდეს სიხარულს გამოხატავდა და უფალს მადლობას აღუვლენდა მომხდარისთვის. „და ჰრქუა, — ნათქვამია, — ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ" (). იმით დავტკბი, რასაც ვსურვილობდი, ამბობს; იმას მივაღწიე, რაზეც აღარასოდეს ვიმედოვნებდი. ჩემთან ის მოხდა, რისი იმედიც არასოდეს მქონია. ბოლოს, საკმარისია ჩემთვის სიცოცხლე. ვიხილე ჩემი სანატრელი; და სრული ნუგეშისთვის საკმარისია ვხედავდე, რომ შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ — შენ, ვისაც დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მივიჩნევდი. მამის ხმა, სიყვარულით სავსე, სრულად ავლენს სულის მდგომარეობას. „ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი მოსრულ არიან. ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელნი არიან, და ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ... მოსრულ არიან ჩემდა. უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას: რაჲ არს საქმე თქუენი, თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ... რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ" ().

3. ია...

სრულად ნახვა