მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 46:31

30. უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.31. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.32. მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი.
დაბადება თავი 46
31. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

...მედ ძმანი ჩემნი მოსრულ არიან. ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელნი არიან, და ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ... მოსრულ არიან ჩემდა. უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას: რაჲ არს საქმე თქუენი, თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ... რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ"** ().

3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13)

შენიშნე, რა გონივრულად ურჩევს ძმებს — არა უბრალოდ და არა შემთხვევით შთააგონებს ამას, არამედ სურს მეტ უსაფრთხოებაში ჩააყენოს ისინი და ეგვიპტელებთან არ გაერიონ. რადგან ეგვიპტელებს ეზიზღებოდათ მწყემსურ ცხოვრებას მიმდევარი ადამიანები და სძულდათ ისინი, ხოლო იოსების ძმებს ეგვიპტური განათლება არ ჰქონდათ, ამიტომ იოსები ურჩევს მათ თავიანთი საქმიანობა წინ წამოეწიათ, რომ ამ კეთილშობილური მიზეზით საუკეთესო მიწა გამოეყოთ მათთვის, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ამგვარად, იოსებმა **„ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა"...

სრულად ნახვა