მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:2

1. მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან.2. ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.3. უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ.
დაბადება თავი 47
2. ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...*„ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა"** (). როგორც იოსებმა ურჩია, ისე უპასუხეს ძმებმა ფარაოს და ამგვარად გესემის მიწაზე ცხოვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა". შემდეგ იოსებმა თავისი მამა იაკობიც შეიყვანა ფარაოსთან. „და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?" (). რადგან ფარაო წინ ღრმა სიბერეში მყოფ მოხუცს ხედავდა, წლების რაოდენობას ეკითხება.

„და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ" (). აი, როგორ ატარებდნენ ყველა მართალნი ამჟამინდელ ცხოვრებას, როგორც უცხო ქვეყანაში, და ასე განეწყოთ მის მიმართ. მოისმინე, როგორ ამბობდა დავითიც: **„მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითა...

სრულად ნახვა