შენიშნე, რა გონივრულად ურჩევს ძმებს — არა უბრალოდ და არა შემთხვევით შთააგონებს ამას, არამედ სურს მეტ უსაფრთხოებაში ჩააყენოს ისინი და ეგვიპტელებთან არ გაერიონ. რადგან ეგვიპტელებს ეზიზღებოდათ მწყემსურ ცხოვრებას მიმდევარი ადამიანები და სძულდათ ისინი, ხოლო იოსების ძმებს ეგვიპტური განათლება არ ჰქონდათ, ამიტომ იოსები ურჩევს მათ თავიანთი საქმიანობა წინ წამოეწიათ, რომ ამ კეთილშობილური მიზეზით საუკეთესო მიწა გამოეყოთ მათთვის, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ამგვარად, იოსებმა „ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა" (). როგორც იოსებმა ურჩია, ისე უპასუხეს ძმებმა ფარაოს და ამგვარად გესემის მიწაზე ცხოვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი,...
დაბადება 47:3
2. ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.3. უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ.4. უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში.
დაბადება თავი 47