მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:25

24. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის.25. უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.26. ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
დაბადება თავი 47
25. უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

...ოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა"** (). რა სიუხვე, რა წინდახედულობა, რა საკვირველი მზრუნველობა! ამიტომ ისინიც, ქველმოქმედების გრძნობით, ეუბნებიან იოსებს: „მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა" (). ხედავ იოსების სიუხვეს? იცოდა, რომ ეგვიპტელები გაჭირვებით იყვნენ დამძიმებულნი, იცოდა, რამდენი შრომა და ძალისხმევა უნდა გაეწიათ მიწის დამუშავებისას, და ეუბნება: თესლს მე მოგაწვდით, დანარჩენი თქვენი მზრუნველობის საგანია, და თუ ნაყოფი გაჩნდება, ერთ ნაწილს მისცემთ, ხოლო ოთხი ნაწილი თქვენ დაგრჩებათ, შრომის საზღაურადაც და საზრდელადაც. „და დადვა იოსებ ბრძანებაჲ... მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა" ().

მოისმინონ დღევანდელმა ადამიანებმა, რა უპირატესობებს ანიჭებდნენ ძველად კერპთა მსახურებს, და ისწავლონ თუნდაც ისეთივე პატივი მიაგონ მათ, ვისაც ყოვლისა ღმერთის სამსახური აქვს მინდობილი. თუ ძველნი, შეცდომაში ყოფნისა და კერპთა სამსახურის აღსრულებისას, ფიქრობდნენ, რომ კერპებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მათი მსახურების ასე დაფასებით, მაშინ რა დაგმობის ღირსნი არიან...

სრულად ნახვა