მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:26

25. უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.26. ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.27. დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.
დაბადება თავი 47
26. ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

შენიშნე უფლის გამოუთქმელი განგება. შიმშილის გაძლიერებამდე შეიყვანა მართალი ეგვიპტეში, რათა ქანაანის მიწისთვის მოსალოდნელი უბედურება სრულებითაც არ განეცადა. და, როცა ყველანი იქ მიედინებოდნენ, „შეკრიბა, — ნათქვამია, — იოსებ ყოველი ვეცხლი" ეგვიპტესა და ქანაანში მცხოვრებთაგან და ასე ურიგებდა მათ პურს. „და მოაკლდა" ბოლოს „ვეცხლი, რამეთუ შეიღო ყოველი სახლსა ფარაოსსა". მოვიდნენ „ყოველნი ეგჳპტელნი" და თქვეს: „მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი" (). ფული საყიდლად აღარ გვაქვს, ამიტომ შიმშილით ვიღუპებით, ამბობენ. ნუ მიატოვებ ჩვენ, სიკვდილით დამუქრებულთ; მოგვეცი პური, რომ ვცოცხლდეთ და არ მოვკვდეთ. „ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა" (). თუ ფული აღარ გაქვთ, ამბობს, ფარებს მივიღებ თქვენგან. თუ ვერცხლი ამოგეწურათ, მოიყვანეთ თქვენი შინაური პირუტყვი და პურს მიიღებთ. „მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის