მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:27

26. ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.27. დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.28. იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო ასორმოცდაშვიდი წელი.
დაბადება თავი 47
27. დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება განსაცდელში და ღვთის განგებაზე მინდობა:

...ნდნენ მათი მსახურების მიმართ. რამდენად დიდია განსხვავება შეცდომასა და ჭეშმარიტებას შორის, კერპთა მსახურთა და ღვთის მსახურთა შორის, ისეთივე განსხვავება ვაჩვენოთ თვით პატივისცემაშიც, რათა ზეციდან მით უფრო დიდი საზღაური მივიღოთ. „ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა... და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად" (). ასეთი იყო ღვთის აღთქმა იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". და „ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ" (). ღმერთმა ამდენი დრო განუსაზღვრა იაკობის სიცოცხლეს, რომ საკმარისი ნუგეშით ეტკბო მთელი სიცოცხლის მანძილზე განცდილი უბედურებისთვის და შემდეგ დაეტოვებინა ეს სოფელი.

მაგრამ, თუ გსურთ, რომ თქვენი მეხსიერება ნათქვამის სიმრავლით არ დავამძიმოთ, დანარჩენი სხვა დროისთვის დავტოვოთ და ჩვენი საუბარი აქ დავასრულოთ. ამასთანავე, საყვარელნო, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ ნათქვამი, მუდმივად შეინახოთ მეხსიერებაში და გამუდმებით გონებაში ატარებდეთ, — მართალთა მოთმინების ღვაწლზე ფიქრით, მათ დიდსულოვნებაზე, ღვთიური აღთქმებისადმი მათ რწმენაზე, როცა აღთქმების შემდეგ მომხდარი არ არყევდა მათ გონებას, არამედ აღმთქმელის ყო...

სრულად ნახვა