მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:30

29. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.30. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.31. უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა. და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა.
დაბადება თავი 47
30. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):

დღეს იაკობის შესახებ თხრობას დავასრულებთ და ვნახოთ, რა განკარგულებას იძლევა იგი სიკვდილის მოახლოებისას. მაგრამ არავინ უნდა მოითხოვდეს იმდროინდელი მართალთაგან ისეთ სიბრძნისმოყვარეობას, როგორიც დღეს მორწმუნეთათვის დამახასიათებელია – საქმეებს დროის შესაბამისად უნდა ვმსჯელობდეთ. ამას წინასწარ განგებ შევნიშნავ, იაკობის მიერ იოსებისთვის ნათქვამ სიტყვებს რომ ვგულისხმობ. რა თქვა მან, მოვისმინოთ. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა".

ბევრი სულმოკლე ადამიანი, როცა ვარწმუნებთ, რომ დაკრძალვაზე დიდი მზრუნველობა არ უნდა იქონიონ და მიცვალებულთა ნეშტის უცხო მხრიდან სამშობლოში გადმოტანას რაიმე განსაკუთრებული მზრუნველობის ღირსად არ უნდა მიიჩნევდნენ, ამ ამბავს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის