1.მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან.2.ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.3.უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ.4.უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში.5.უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ.6.შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს.7.მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.8.უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?9.უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.10.დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.11.დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.12.ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.13.პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან.14.მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს.15.გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ?16.უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ.17.მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.18.მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.19.რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს.20.შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი.21.გადაჰყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.22.მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან ჰქონდათ ნაკვეთები, და თავს ირჩენდნენ ამ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცა. ამიტომაც არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა.23.უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ პური.24.მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის.25.უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.26.ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.27.დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.28.იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო ასორმოცდაშვიდი წელი.29.დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.30.რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.31.უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა. და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა.
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1)
გუშინდელი საუბრიდან თქვენ იხილეთ იოსების სიბრძნისმოყვარეობა და გამოუთქმელი უბოროტობა, რომელიც მან თავის ძმებს გამოუჩინა: მან არა მხოლოდ არ შეახსენა მათ საქციელი, მის მიმართ ჩადენილი, არამედ მამასთან დაბრუნების ჟამს ურჩევდა და აიძულებდა, ერთმანეთს არ ედანაშაულებინათ მის წინააღმდეგ ჩადენილში, არამედ ყოველი რისხვა მიეტოვებინათ და ერთსულოვნებით გზა განევლოთ. ახლა მომდევნო მოვლენები განვიხილოთ, რათა იხილოთ იოსების ძმების მამასთან...
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31)
დღეს იაკობის შესახებ თხრობას დავასრულებთ და ვნახოთ, რა განკარგულებას იძლევა იგი სიკვდილის მოახლოებისას. მაგრამ არავინ უნდა მოითხოვდეს იმდროინდელი მართალთაგან ისეთ სიბრძნისმოყვარეობას, როგორიც დღეს მორწმუნეთათვის დამახასიათებელია – საქმეებს დროის შესაბამისად უნდა ვმსჯელობდეთ. ამას წინასწარ განგებ შევნიშნავ, იაკობის მიერ იოსებისთვის ნათქვამ სიტყვებს რომ ვგულისხმობ. რა თქვა მან, მოვისმინოთ. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა;...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::
...ა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქს იაკობს, რამდეხი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: „ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი“ (). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს.
„მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო და განიწმიდეთ გულები, ორგულნო... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აღგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4,8-10), - გვარიგებს მოციქული.
სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ „იგი იყო ყველაზე მშვიდი და თვინიერი კაცთა შორის“ (რიცხვთა 12,3). ამიტომაც მაეგო მას პატივი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა ერის გამოხსნისა და სინას მთაზე კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნების მიღებისა. ასეთივე სათნო თვისებებით გამოირჩეოდნენ სხვა წმინდანებიც, რომელთა ცხოვრება მისაბაძია ჩვენთვის.