მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 48:1

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს, ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი.2. შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდის შენთან შენი შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
დაბადება თავი 48
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს, ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4):

...ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა"** (). აქამდე მივიყვანეთ სიტყვა და, რათა ნათქვამის სიმრავლით თქვენი ხსოვნა არ დაგვემძიმებინა, აქ შევწყვიტეთ შეგონება. მაშ, თუ ნებავთ, დღეს შემდეგი განვიხილოთ. „ჰრქუა, — ნათქვამია წერილში, — ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა! მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა". როცა იოსების ძეებს აკურთხებდა და წინასწარ ხედავდა მომავალს, უმრწემესი უფროსს აარჩია, მაშინ, სურდა რა იოსები დაერწმუნებინა, რომ ეს უბრალოდ და ტყუილად კი არ გააკეთა, არამედ მომავლის წინასწარმეტყველებით, წინასწარ უჩვენებს მას საკუთარ აღსასრულსაც და იმასაც, რომ შთამომავალნი უცხო ქვეყნიდან ქანაანში, მამათა მიწაზე, დაბრუნდებიან, და ამით მათ სანუგეშო იმედებს უნარჩუნებს, რათა მოლოდინით გამხნევებულიყვნენ. რადგან მომავალი სიკეთეების იმედი...

სრულად ნახვა
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...თხნე... და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა"** (დაბ 48:6–10). შეხედე ამ მოხუცს, როგორ ეჩქარება, ისწრაფვის იოსების შვილთა კურთხევას. იოსებმა ისინი მასთან მიიყვანა და მან ამბორი უყო და მოეხვია, და უთხრა იოსებს: „პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი" (). ბევრი, ამბობს, მომანიჭა ღვთის წყალობამ და იმაზე მეტიც, ვიდრე მოველოდი, უკეთ რომ ვთქვათ – რასაც სრულიადაც არ მოველოდი. არა მხოლოდ შენი ხილვა არ დამაკლდა, არამედ შენგან შობილი შვილებიც ვიხილე. „და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, როგორ ასწავლიდა შვილებსაც უპირველეს ყოვლისა მოხუცისთვის შესაფერისი პატივის მიგებას. იოსებმა, ნათქვამია, ისინი მიიყვანა, პირმშოობის უპირატესობის მიხედვით, ჯერ მანასე, ხოლო შემდეგ ეფრემი.

3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20)

აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქო...

სრულად ნახვა